არქივი “სლავიას” მწვრთნელმა ყენიაზე ისაუბრა

პრაღის “სლავიას” მთავარმა მწვთნელმა მიხალ ბერანეკმა ქართველ ლეგიონერ ლევან ყენიას საფეხბურთო აზროვნება და მოედნის ხედვა შეუქო.

 

“განვლილ მატჩში ის სწრაფ კონტრშეტევებს იწყებდა და დამამთავრებელ ფაზაშიც აქტიურობდა. კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ გუნდის დახმარება შეუძლია. საფეხბურთო აზროვნება და მოედნის ხედვა აქვს”, – იუწყება ბერანეკის სიტყვებს “სლავიას” ოფიციალური ვებგვერდი.

ჩეხეთის “სინოტ ლიგის” მეორე ეტაპის სასტარტო მატჩში “სლავიამ” სტუმრად “ლიბერეცი” დაამარცხა და პრაღელმა შკოდამ ანგარიში ყენიას პასით გახსნა.


კომენტარები: 0
avatar