არქივი საულმა ღამე კლინიკაში გაატარა

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველს საულს ნეკნები დაუზიანდა და თირკმელში სისხლჩაქცევა აქვს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Dia იუწყება.

ესპანელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ბაიერთან” სტუმრად ჩატარებულ მატჩში დაშავდა. მან ტრავმა პირველი ტაიმის 42-ე წუთზე ლევერკუზენელთა ბერძენ ლეგიონერ კირიაკოს პაპადოპულოსთან შეჯახების მერე მიიღო. საული კლინიკაში გადაიყვანეს და მთელი ღამე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა.

საულის გარდა, მადრიდელების მცველი გილერმე სიკეირაც დაზიანდა. მას მარცხენა ბარძაყის უკანა ორთავა კუნთი დაეჭიმა. ჯერჯერობით უცნობია, “ატლეტიკოს” ფეხბურთელებს გამოსაჯანმრთელებლად რამდენი დრო დასჭირდებათ.

 


კომენტარები: 0
avatar