არქივი რონალდო ფეხბურთში ბრუნდება?

ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო, ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც იგი შესაძლოა, ფეხბურთში დაბრუნდეს.

 

38 წლის ფეხბურთელმა თამაშს თავი 2011 წელს დაანება.

ფიფას წლის ფეხბურთელი ახლა აცხადებს, რომ შესაძლოა სენსაციური დაბრუნება მოახდინოს ოთხწლიანი შესვენებს შემდეგ.

“შესაძლოა ეს მოხდეს.” -აცხადებს რონალდო Lance! -სთან კომენტარში. “ეს მე უკვე ვთქვი. მაგრამ ეს ოდნავ გვიან, პლეიოფებში იქნება.”

ბრაზილიელმა ნაკლებად დამტვირთავი ვარჯიშები უკვე დაიწყო ძველი ფორმის აღსადგენად.

ბარსელონას, ინტერის, მადრიდის რეალის და მილანის ფეხბურთელი ბოლოს კორინთაინსში თამაშობდა. ვნახოთ, დაბრუნდება თუ არა ფეხბურთის სახელგანთქმული ლეგენდა მოედანზე.


კომენტარები: 0
avatar