არქივი ფაბიო კანავაროს სასამართლომ 10-თვიანი პატიმრობა შეუფარდა

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონ ფაბიო კანავაროს 10-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

41 წლის კანავარო ახლა "გუანჯოუ ევერგრანდის" თავკაცია, მას გადასახადებებისგან თავის არიდება ბრალდება.

გამოძიების დროს კანავაროს ქონება, რომლის ღირებულება საერთო ჯამში 1 მილიონი ევრო იყო, ყადაღადადებული იყო, თუმცა ფაბიო და მისი ოჯახი აგრძელებდა ამ ქონების გამოყენებას აკრძალვის მიუხედავად.

ქონებაში შედის პაულოს 180 ათას ევროდ შეფასებული იახტაც. 

სასამართლომ, ფაბიო კანავაროს, მის მეუღლეს და ძმა პაულო კანავაროს, რომელიც ახლა "სასუოლოში" თამაშობს, 10-10-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

აღნიშნულმა პირებმა აპელაცია შეიტანეს და ამის გამო მათ პატიმრობაში ჯერ ვერ აიყვანენ. 


კომენტარები: 0
avatar