არქივი ობამეიანგი: “ვაჩვენებ “მილანს” რა შემიძლია”

დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩები გაიმართება, ტურინში, ადგილობრივი “იუვენტუსი”, “ბორუსია დორტმუნდს” უმასპინძლებს. მატჩამდე გერმანული გუნდიდან, იურგენ კლოპმა პრეს კონფერენციაზე, აფრიკელი ფორვარდი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი წაიყვანა.

“სასიამოვნოა იტალიაში დაბრუნება, მაქვს საშუალება დავუმტკიცო “მილანს”, თუ რა შემიძლია, სამწუხაროდ “როსონერიში” არ მომეცა ჩემი ტალანტის გამოვლენის საშუალება. მე ბევრი ვისწავლე იტალიაში და ახლაც ბევრს ვსწავლობ გერმანიაში. იტალიაში ტაქტიკას უდიდესი ყურადღება ექცევა, გერმანიაში უფრო ძალისმიერი ფეხბურთია.”იუვე” ამ დროისთვის საუკეთესო კლუბია იტალიაში, ასე რომ ადვილი არ იქნება მათი დამარცხება.  მაგრამ იმის თქმაც შემიძლია, რომ როცა ფორმაში ვართ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია” – თქვა პიერ-ემერიკმა.


კომენტარები: 0
avatar