არქივი ლოთარ მათეუსს საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა უნდა

გერმანული ფეხბურთის უდიდეს ლეგენდას ლოთარ მათეუსს, თურმე საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა სურს.

ყველას მოეხსენება, რომ პოლონეთთან 0-4 მარცხის შემდეგ თემურ ქეცბაია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და ამჟამად საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოზიცია ვაკანტურია. განიხილება უამრავი ვარიანტი, ზოგი უცხოელი, უფრო მეტი კი ქართველი. აქამდე ყველაზე ხშირად კახა ცხადაძის, გია გეგუჩაძის, გიორგი დევდარიანის და შოთა არველაძის კანდიდატურა სახელდებოდა, თუმცა დღეს დავით მინაშვილის საავტორო გადაცემა “არსენაში” სტუმრად მისულმა საქართველოს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, რევაზ არველაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების გაწვრთნა ლოთარ მათეუსს სურს, რომელიც რამდენიმე თვის წინ თბილისშიც იმყოფებოდა. რამდენად შესწევს ფედერაციას, რომ ამხელა თანხა გადაუხადოს მათეუსს არ ვიცი, მაგრამ ეს კანდიდატურაც განიხილება.


კომენტარები: 0
avatar