არქივი ლევან კობიაშვილი ბერლინის ოლიმპიურ კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას

ქალაქ ბერლინის მერის, კლაუს ვოვერაიტის გადაწყვეტილებით, გერმანიის დედაქალაქი 2024 ან 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის წარადგენს კანდიდატურას. 

bz-berlin.de-ს ცნობით, ოლიმპიური კამპანიის ფარგლებში, ბერლინის სენატის წარმომადგენლები ოთხშაბათს, 25 თებერვალს ბერლინის "ოლიმპიაშტადიონთან" სიმბოლურ აქციას მოაწყობენ.

აქციას გერმანიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებიც დაესწრებიან. ასევე, მიწვეულები არიან "ჰერტას" ყოფილი ფეხბურთელები - ანდრეას ნოიენდორფი და ლევან კობიაშვილი.

აქციაში მონაწილეობას მიიღებს "ჰერტას" აკადემიის (სადაც ლევანი მუშაობს) 500 ფეხბურთელი, რომლებიც ბურთებით მოედანზე გამოსახავენ წარწერას: "ჩვენ გვსურს თამაშები". ეს ყველაფერი კი "ოლიმპიაშტადიონის" ოლიმპიურ ჩირაღდანთან მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ბერლინმა 1936 წელს უმასპინძლა ოლიმპიადას, ხოლო 2000 წლის კამპანია სიდნეისთან წააგო. 


კომენტარები: 0
avatar