არქივი კოკე ატლეტიკოს ლევერკუზენთან ვერ დაეხმარება

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი კოკე გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ლევერკუზენის “ბაიერთან” ვერ დაეხმარება.

“ატლეტიკომ” “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც ლევერკუზენში სათამაშოდ წავიდნენ, თუმცა ამ სიაში კოკე არ აღმოჩნდა.

ნახევარმცველი მუხლის ტრავმის აღმოფხვრას ცდილობს, რომელიც მან “რეალის” (4-0) წინააღმდეგ მიიღო.

“ბაიერი” – “ატლეტიკოს” შეხვედრა ხვალ გაიმართება.


კომენტარები: 0
avatar