არქივი კიელინი: საკუთარი ევროპული ოცნების ახდენა გვსურს

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, საკუთარი ემოციები გაგვიზიარა ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური თამაშის წინ, რომელსაც მისი გუნდი დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

"ძალიან დიდ პატივს ვცემთ მოწინააღმდეგეს, მაგრამ გამარჯვება, შემდეგ ეტაპზე გასვლა და საკუთარი ევროპული ოცნების ასრულება გვსურს. ვგრძნობთ, რომ უფრო ძლიერები და მიმზიდველნი ვართ, ვიდრე წინა წლებში.

 

მთავარი საშიშროება - დორტმუნდის "ბორუსიას" სისწრაფე და კონტრშეტევებია. მათ ჰყავთ მოთამაშეები, რომლებიც კარგად იხსნებიან თავისუფალ სივრცეებში, მაგრამ სწრაფად მოქმედების სურვილით, ზედმეტად გახსნის რისკი ექმნებათ. ეს აშკარა იყო სეზონის პირველ ნაწილში, როდესაც ხშირად უშვებდნენ გოლებს სერიოზული ხარვეზების შედეგად", - განაცხადა ჯორჯომ.


კომენტარები: 0
avatar