არქივი კასილასმა ზაფხულში შესაძლოა რეალი დატოვოს

მადრიდის “რეალის” ლეგენდარულმა გოლკიპერმა იკერ კასილასმა შესაძლოა ზაფხულში კლუბი დატოვოს.

მიმდინარე სეზონში, იკერმა მთავარი მეკარის სტატუსი დაიბრუნა, მაგრამ აღსაღნიშნავია ისიც, რომ გულშემატკივარმა კასილასს “დეპორტივოსთან” თამაშისას სტვენა დაუწყეს.

ესპანური პრესის ინფორმაციით, იკერი შესაძლოა ზაფხულიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდეს სათამაშოდ. საბოლოო გადაწყვეტილებას, ესპანელი სეზონის დასასრულს მიიღებს.

იკერს კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება.


კომენტარები: 0
avatar