არქივი ქართველი ფეხბურთელის სამაგალითო საქციელი – სიტყვები, რომლებიც ყველა ქართველმა ფეხბურთელმა უნდა მოისმინოს!

ვანო კურდღელაშვილი - 19 წლის შუახაზელი, ვისაც ემარჯვება მოხდენილი პასები თუ ფინტები, ბურთს ფეხზე იწებებს და მაგრადაც იბრძვის.

ჩვენი პირველი ინტერვიუ კი მას შემდეგ შედგა, რაც საქართველოს ჩემპიონატის მორიგ ტურში ტანმორჩილმა შემტევმა დუბლი (თან ორივე თავურით) შეუსრულა მარტვილის “მერანს”.

“ყველაზე მეტად მომწონს ნახევარმცველად თამაში, რადგან ბურთს უფრო მეტჯერ ვეხები. მოედნის გარეთაც სულ ბურთით ვთამაშობ. ჩემთვის არის ფეხბურთი და მხოლოდ ფეხბურთი! ცოტა ხნის წინათ “ფეისბუქის” პირადი გვერდიც კი გავაუქმე. ბევრი დრო მიჰქონდა. გადავწყვიტე, მთლიანად მივუძღვნა თავი ფეხბურთს. დასახვეწი ბევრი მაქვს. ჩემი აზრით, მთავარი ნაკლი მაინც არასაკმარისი ფიზიკური მომზადებაა. ვმუშაობ საკუთარ თავზე, მწვრთნელების ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებ. ჩემი ოცნებაა ვითამაშო საქართველოს ნაკრებში და ჩემი ოცნების გუნდში – ლისაბონის “ბენფიკაში”. დიახ. არც “რეალი” და არც “ბარსელონა”! მიყვარს “ბენფიკა” შემტევი სტილისა და განსაკუთრებული ტექნიკის გამო. ამ გუნდის დიდი ქომაგი ვარ” – განაცხადა ვანომ.


კომენტარები: 0
avatar