არქივი "ბორჯღალოსნები" ბარსელონადან მადრიდში გადაბარგდებიან

საქართველოს ნაკრები 28 თებერვალს სტუმრად, მადრიდში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

"ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩისთვის ბარსელონაში, რაგბის კლუბ "სანტბოიანას" ბაზაზე ემზადებიან.

დანაკლისის შესახებ უკვე ვწერდით. საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებში დაშავდნენ და გუნდს ვერ დაეხმარებიან დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) და ლაშა მალაღურაძე(ბაგნერე). ამათ გარდა, ტრავმირებულნი არიან: მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), დავით ხინჩაგიშვილი (მეტრო რასინგი), ჯაბა ბრეგვაძე (უგუნდო), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), ვიქტორ კოლელიშვილი(კლერმონი) და თედო ზიბზიბაძე (პერიგო).

ნაკრებში გამოძახებულთაგან სხვა ყველა ჯანმრთელადაა და ინტენსიურად ემზადებიან. 

"ბორჯღალოსნები" 26 თებერვალს ბარსელონადან მადრიდში გადაბარგდებიან და 27 თებერვალს უნივერსიტეტის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 28 თებერვალს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), კარლენ ასეიშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი (ორივე-ბრივი).
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ჩხაიძე (ლილი), კოტე მიქაუტაძე (ტულონი).
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი).
#9: ვასილ ლობჟანიძე 

(არმაზი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო)
#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი).
#11-14: ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), ალექსანდრე თოდუა (ლელო), მურაზ გიორგაძე (არმაზი).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), გიორგი აფციაური (აია).

ესპანეთის ნაკრები
ფრანკ ლაბე, ავგუსტინ ორტიზი, ხესუს მორენო, ფერნანდო ლოპესი, ბენატ ოზქუი, ხუან ანაია, დავიდ გონსალესი, ხესუს რეკუერდა, დავიდ ბარერა, ხავიერ დე ხუანი, გაუტიერ გიბუნი, ხაიმე ნავა, იგნასიო ვილანოვა, გილემ რუე, პაბლო ფეიხოო, დანიელ სნი, პაბლო ფონტესი, მარკოს პოჯი, მარტინ ერედია, ტიბო ვისენსანა, ხულენ გოია, ბრედლი ლინკატერი, სერხო ობანელი.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. რუმინეთი 2 2 0 0 +48 2 10
2. საქართველო 2 2 0 0 +61 1 9
3. ესპანეთი 2 1 0 1 +5 1 5
4. რუსეთი 2 1 0 1 +1 1 5
5. პორტუგალია 2 0 0 2 -32 1 1
6. გერმანია 2 0 0 2 -80 0 0



28 თებერვალი
საქართველო-ესპანეთი, რუსეთი-რუმინეთი, პორტუგალია-გერმანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


კომენტარები: 0
avatar