არქივი ბლინდი: “პრემიერ ლიგაში ტემპი გაცილებით მაღალია!”

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი, დეილი ბლინდი, აცხადებს, რომ პრემიერ ლიგის თამაშების ტემპით გაკვირვებულია.

 

“დიდი განსხვავება ისაა, რომ პრემიერ ლიგის თამაშებში ტემპი ძალიან მაღალია.” -უცხადებს ფეხბურთელი Inside United -ს. “ჰოლანდიაში შეგიძლია თქვა “მოდი 1-2 წუთი დავისვენოთ და ბურთი აქეთ-იქით ვაგორაოთ”, რასაც პრემიერ ლიგის თამაშების დროს ნამდვილად ვერ იტყვი.”

“როდესაც მე აქ პირველად ვითამაშე, განსხვავება მაშინვე ვიგრძენი. არა მარტო განსხვავება, ძლიერი დაღლაც ვიგრძენი, ცოტა გამიჭრდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტემპი აქ გაცილებით მაღალია.”

ნიდერლანდელი ფეხბურთელი იუნაიტედში 2014 წელს გადმოვიდა. დღემდე მან ჩაატადა 16 თამაში, სადაც სულ რაღაც 2 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარები: 0
avatar